საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და აიცრებიან 1 დოზით, სრულად აცრილ ადამიანებს გაუთანაბრდებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც ეხებათ სხვა სრულად აცრილ ადამიანებს.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო გახდება თუ 5-ზე მეტი ადამიანი იქნება ერთად.

