ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო გახდა

ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ღია სივრცეში სადაც 5 კაცზე მეტი ადაიანი იქნება შეკრებილი, პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება”,- ამბობს ღიბრაძე.

პირბადის ღია სივრცეში ტარების რეგულაცია აქამდეც მოქმედებდა, თუმცა 22 ივნისს საბჭოს გადაწყვეტილებით მოიხსნა. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ძალაში რჩებოდა რეკომენდაცია და ვისაც სურვილი ჰქონდა, უნდა ეტარებინა.

იტვირთბა....