ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაფრინდაშვილი: ღარიბაშვილი მოიქცა როგორც მოღალატე, პრემიერად აღარ ვთვლი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, სოფელ არხილოსკაროში რეკომენდაციების დარღვევას. მან ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან და ათობით ადამიანთან ერთად  იქეიფა. ამის დასტურად ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ის ამ ნაბიჯის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრად აღარ მიიჩნევს და პარლამენტს მოუწოდებს, მთავრობა გადააყენოს.

“მე მინდა მივმართო მთავრობას, პარლამენტს, ჩემს კოლეგებს, ბატონ თენგიზ, ბატონ ამირანს, ბატონ პაატას, ის ორი ნაბიჯი, რაც ბოლო ორ თვეში გადადგა ირაკლი ღარიბაშვილმა, მე მას პრემიერმინისტრად აღარ ვთვლი. 24 ივნისს როდესაც გააუქმა ყველა კორონასასჯელი და გუშინდელი შემთხვევა – დიდ პატივს ვცემ ყველა ჩვენს სპორტსმენს, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი მოიქცა როგორც მოღალატე, როგორც ქვეყნის გამყიდველი. გუშინ დღიდან კორონავირუსით ყველა გარდაცვლილი არის ბატონი ირაკლი, მთავრობისა და პარლამენტის ბრალი, თუ პარლამენტის არ მიიღებს ღონისძიებებს, რომ ეს მთავრობა გადააყენოს”,- ვაჟა გაფრინდაშვილი ამის შესახებ,  TV პირველის ეთერში საუბრობს.

იტვირთბა....