ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მსოფლიო

Forbes-ის მილიარდერების სიაში მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

Forbes-ის მონაცემებით, ყაზახური ფინტექნიკური კომპანია KASPI-ს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ლომთაძე საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა.

მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და Forbes-ის მილიარდერთა სიაში 603-ე ადგილს იკავებს.

ამ მაჩვენებლით ლომთაძემ რეიტინგში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო, რომელიც ამჟამად 632-ე ადგილზეა. მისი ქონება – 4.8 მილიარდია.

მიხეილ ლომთაძე მილიარდერთა სიაში მას შემდეგ მოხდა, რაც 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები განათავსა.

იტვირთბა....