სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა გარდაბანში, მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი, დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო “ექოლოტი”.

