ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ტიკარაძე: მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას მიმართავს და ვაქცინაციისკენ  მოუწოდებს.

მინისტრის თქმით, მზად არის ექიმებთან ერთად დაიკავოს ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

“საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის. ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.  იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა…

მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ ხართ გმირები! მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!”, – ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.

იტვირთბა....