ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ თავიდან ვერ აიცილა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი პროვოკაცია

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ თავიდან ვერ აიცილა ის უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს სააკაშვილის რეჟიმმა დაუკანონა.

“დღეს მძიმე თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში. ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენი სახელმწიფო და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ის უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც არ თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგის დაყენება ჩვენი ქვეყნის რეალობაში, რაც არის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მიერ და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ე.წ. აღიარება. მათ შორის ძირძველი ტერიტორიის, რომელსაც თავად მოღალატე სააკაშვილი უტარებდა ქვების გროვებს. ეს მისი სიტყვებია და არ არის ჩემი ინტერპრეტაცია.

სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც გამოდიან და ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას ის ძალა, რომელმაც 20% დაუკანონა რუსეთს და ოკუპაცია მოახდენინა, უამრავი ადამიანი ჩაიხოცა და შემდეგ კონცერტი მოაწყვეს სამარცხვინო და მართლაც კატასტროფული სურათი ვიხილეთ რუსთაველზე”, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, 9 აგვისტოს საზოგადოებამ იხილა სააკაშვილის სამარცხვინო სიცილი მაშინ, როდესაც გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ.

იტვირთბა....