ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. აცრის პროცედურას პირადად დაესწრო ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ღარიბაშვილი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

“აცრა არის უსაფრთხო, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები და მოსახლეობა იცრება ვაქცინებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....