მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ეს ორი არსება პარია და გარიყული უნდა იყოს საზოგადოებიდან – გვარამია ღარიბაშვილზე და ზურაბიშვილზე

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, ეს ორი არსება პარია და გარიყული უნდა იყოს საზოგადოებიდან.

“მტერთან შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ მოღალატესთან – არასდროს” (c) ირაკლი კობახიძე. ეს ორი არსება პარია (ხელშეუხებელი) და გარიყული უნდა იყოს საზოგადოებიდან. ქოცური მორალითაც კი. ჩემი კომენტარი ზედმეტია. ps თვითონ ისეთები დაუწერია კობახიძეს, მისივე გამონათქვამის პერსონაჟია – მოღალატე”, – წერს გვარამია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი წინა ხელისუფლების პროვოკაცია იყო. მანამდე, აგვისტოს ომში სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილმა დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალზე ცეცხლი სააკაშვილმა გახსნა და რაკეტები დაუშინა.

 

იტვირთბა....