“მერე რა, დანაშაულია ქეიფი?” – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას 7 აგვისტოს ქეიფთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ვიდეო, სადაც ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებული რეგულაციების დაცვის გარეშე იყვნენ შეკრებილი. კადრებში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირიც ჩანს.