ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ეპიდვითარება სერიოზულია, შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები შემოვიღოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციის შესაკავებლად შესაძლოა ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

მისივე თქმით, ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი თანდათან იზრდება.

„ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია“, – ამბობს გამყრელიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 30 პაციენტი.

იტვირთბა....