ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესტონეთის პრემიერი: უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ოკუპაცია

ესტონეთის პრემიერი კაია კალასი სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს ომს ეხმაურება.

როგორც პრემიერი წერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ.

„13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში. ამის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია“, – წერს ესტონეთის პრემიერი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

იტვირთბა....