ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

კობახიძე: უნდა გვახსოვდეს ნაცმოძრაობის ღალატი და სამშობლოს გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს მივცეთ!

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელი დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

“უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ! უნდა გვახსოვდეს რუსული აგრესია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არ დავთმოთ! უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ!”, – წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

 

იტვირთბა....