aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაქარაშვილი: სახელმწიფო არაფერს აკეთებს ქვეყნის დეოკუპაციისთვის, უნდა გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა სირცხვილიას წევრი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს დეოკუპაციის დასაჩქარებლად.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო გააქტიურდეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის არის უმძიმესი დღე და ვფიქრობთ, რომ მაშინ, როცა სახელმწიფო არაფერს და ვერაფერს აკეთებს დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება და უნდა დავანგრიოთ ის მითი, რომ მხოლოდ დედაქალაქში ხდება რაღაცები. ძალიან მიხარია, რომ ამ მხრივ ქუთაისი გააქტიურდა. მოძრაობა სირცხვილიას ქუთაისის ოფისი აკეთებს ამ აქციას და ჩვენ ისევე როგორც თბილისში და ბათუმში, შევეცდებით ყველა იმ პრობლემაზე გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, რომელიც ქუთაისელებს აწუხებთ“, – ამბობს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

იტვირთბა....