aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღებით სპეკულირება სირცხვილია.

მისივე თქმით, დღეს ყველამ ოკუპაციის დაძლევაზე უნდა ისაუბროს.

„ეს არის სირცხვილი, ამ თარიღებით სპეკულირება. ამაზე სპეკულირება არის სირცხვილი. ფაქტებზე და შედეგზე ისაუბრეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის, თქვენი ლიდერის და თქვენი მფლობელის და მაკონტროლებლის ხელისუფლება, ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია”, – ამბობს ღარიბაშვილი.

რუსეთ საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. მმართველი გუნდის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ გმირებს პატივი მიაგეს.

იტვირთბა....