aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი მიშელის დოკუმენტზე: 43%-იანი ბარიერის საკითხი ჩემთვის გაუგებარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული 43%-იანი ბარიერის საკითხი მისთვის გაუგებარია.

როგორც მან ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა, არ შეიძლება არჩევნების ლეგიტიმურობა მარტივად იყოს დათმობილი.

„ერთი პუნქტი არის, რომელიც ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ არსებობს დანარჩენი საზოგადოება და პარტიები – ეს არის 43%-ის საკითხი… არაფერს არ უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე. იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ გულისხმობდა 43%-ს და რომელზედაც ხელი არ მოაწერა მმართველმა პარტიამ. შემდეგ მოაწერა 43%-იან დოკუმენტს. ძალიან სახიფათო არის არჩევნების ლეგიტიმურობა ასე ადვილად იყოს დათმობილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ისეთ პრეცედენტზე მივდიოდით, რომელიც ზოგადად, სხვა ქვეყნებისთვისაც აღმოჩნდეს ცუდი პრეცედენტი”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....