aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კახა კუჭავა: ოკუპაცია არის დროებითი და მალე დასრულდება!

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, ოკუპაცია არის დროებითი და მალე დასრულდება.

მისივე განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო.

„შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. თარიღს უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია დღეს რატომ საუბრობენ 7-ზე ან 6-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა“, – ამბობს კახა კუჭავა.

მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დამთავრდება ძალიან მალე, ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო.

იტვირთბა....