aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, ეს ჩვენი მომავლის, იმედის დღეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზოდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში დღეს გლოვის დღე არ არის, ეს მომავლის, იმედის დღეა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას და ეს დღე იმედისთვის თავდადებული გმირების დღე იქნება.

„დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ ძალიან დიდი ქართველების რიგებში, რომლებიც საქართელოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ“, – ამბობს ზურაბიშვილი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

იტვირთბა....