aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია: დეოკუპაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ შინდისის გმირების მემორიალს პატივი მიაგო.

გახარიას თქმით, დეოკუპაციის გარეშე, საქართველოს სრულფასოვანი განვითარება წარმოუდგენელია.

„13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა, ჩვენი ადამიანური რესურსის შეზღუდვაა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება“, – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ზეპარტიული საკითხია, რომელზეც ყველას უნდა ჰქონდეს ერთიანი პოზიცია.

იტვირთბა....