საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27969, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15318, PCR ტესტით – 12651. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,96%, ბოლო 14 დღის – 8,62%, ბოლო 7 დღის – 9,64%. სულ აცრილია – 626343, დღიურად აცრილია – 19355. კარანტინის რეჟიმში – 42. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6511. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2533.