ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

8 აგვისტოს ომის მონაწილე: ყველა ანთებული თვალებით მივდიოდით… იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი

“არ მჯეროდა რომ ეს ომი დადგა”, – მიხეილ ჩერქეზიშვილი, მეტრონომთან საუბარში 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დეტალებს იხსენბს. წაიკითხავთ ემოციებს, რომელსაც მხოლოდ ჯარისკაცები გრძნობენ.

“ჩემი სურვილი იყო 2008 წლის ომში მიმეღო მონაწილეობა, იქიდან გამომდინარე, რომ სრულყოფილად აღვიქვამდი თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ომს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საჭირო დროს საჭირო ადგილას ვყოფილიყავი იმ ხალხთან ერთად. ეს ქვეყანას და ერს ესაჭიროებოდა. ეს უბრალოდ ხმამაღალი ნათქვამი სიტყვები არ არის, რეალურია და რეალური იყო იმ მომენტშიც.

არ მჯეროდა რომ ეს ომი დადგა. საბრძოლველად მოგვიწია გასვლა მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მუდამ ვემზადებოდით, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, არავინ ველოდით ამ ბრძოლის დაწყებას”,- ამბობს მიხეილ ჩერქეზიშვილი.

2008 წლის 8 აგვისტოს ომში ყველა ანთებული თვალებით მივდიოდით, ყველას რაღაც შემართება გვქონდა და ბოლომდე გავიტანეთ ეს შემართება. სამწუხაროა, რომ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ჩვენთან ერთად არ დარჩა.

ჯარისკაცისთვის, რომელიც ომში მიდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებსაც ტოვებს. ჯარისკაცები გმირები არაინ. ბრუნდებიან თუ არა ისინი გმირებად რჩებიან.

“ომის დაწყების წინ, როდესაც მეუღლემ დამირეკა და მკითხა რას ვაპირებდი ვუთხარი, რომ სასწავლებად მივდიოდი არ მინდოდა ენერვიულა. რამდენიმე საათში, როდესაც გაიგო რომ ომი დაიწყო და ჩემი ქვედა ნაყოფი მიემართებოდა ბრძოლისკენ, რა თქმა უნდა შეშინდა რთულია, როდესაც ბრძოლის ველზე შენი ოჯახის წევრი იმყოფება და არ იცი რა შედეგით დასრულდეს ეს ყველაფერი, მაგრამ”

ჩემი ოჯახის წევრებისგან არ მსმენია რომ ეთქვათ ან ეთხოვათ, რომ წამოვსულიყავი. ამით ვამაყობ.

ადამიანები ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი რთულია ესა თუ ის საქმე რამხელა შრომას ვდებთ და მაგრამ როდესაც ჯარისკაცი ხარ ტვინი სხვანაირად ფიქრობს, აზროვნებს და შიშის დროსაც უშიშიარი ხდება.

“როდესაც ბრძოლის ველზე ხარ სისხლი გიდუღს, გონება გათიშულია, ემოციურად საკმაოდ რთულია, უდიდეს ადრენალინს განიცდი ამ ყველაფერთან ერთად საოცარი უარყოფითი განცდა გეუფლება. ხედავ როგორ იხოცებიან შენი თანამებრძოლები. იყო მომენტი, როდესაც შემეშინდა, მაგრამ ათვიცნობიერებ, რომ ბრძოლის ველზე ხარ და შიში მეორეხარისხოვანი ხდება.

ერთ დღეს როდესაც მომიწია გადაადგილება გზაში შემხვდა 30-მდე ბრიგადა ვიფიქრე, რომ ჩვენიანები იყვნენ, ისინი ჩემ ბატალიონს ზურგის მხრიდან უახლოვდებოდნენ. დავინახე როგორ შემოატრიალეს ტყვიამფრქვევი ჩვენი მიმართულებით, იმ მომენტში მანქანაში მძღოლთან ერთად ვიჯექი, ცეცხლი  არ გახსნა. როდესაც გავცდით კოლონას 500 მეტრში დავინახე, როგორ იყო გადავარდნილი ჩვენი ერთერთი ავტომობილი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, ჩვენდა საბედნიეროდ მანქანა დაცხრილული იყო, მაგრამ ბიჭები გადარჩნენ, ამ დროს მივხვდი, რომ რუსები ჩვენთან ძალიან ახლოს იყვნენ”, – ჰყვება მიხეილ ჩერქეზიშვილი.

მოგონებები რომელიც უბრალოდ არასდროს დაგავიწყდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი იქნება თუ კარგი. ჩვენი გმირი იხსენებს ისტორიებს, რომელიც მისთვის ერთბაშად ემოციურიც იყო და რთულიც, მაგრამ დღეს ეს მისი მოგონებაა.

“დავინახე ჩვენი თანამებრძოლი ვიღაცას გამალებით ეძებდა, როდესაც ავტომობილიდან ჩამოვედი მივედი და დაველაპარაკე შინდისის მიმართულებით უნდოდა წასვლა, იქ ჩვენი ქვედა ნაყოფის ბიჭები იყვნენ. არც მიფიქრია იმ მომენტიდან შევუერთდი მას. მივაღწიეთ შინდისამდე და გზაში შეგვხვდა ბატალიონი. მათ გვითხრეს:

აზრი აღარ აქვს წასვლას, შინდისი რუსებმა აიღეს. იმ წუთას უსუსურობის განცდა დამეუფლა, როდესაც გინდა ადამიანის დახმარება და ვერ ეხმარები ძალიან მტკივნეულია.

გადაწყვეტილებას, რომელსაც არასდროს ინანებ, ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჯარისკაცებს შეუძლიათ.

“რუსების უკან დახევამდე ომში ვიყავი.

არასდროს მიფიქრია, რომ იქ არ უნდა ვყოფილიყავი, იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი. დღესაც ასე ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას ვიყავი და ეს უნდა გამაკეთებინა. ჩემი ქვედანაყოფი ჩემი ოჯახია და მადლობელი ვარ იმის, რომ მათთან ერთად ვიბრძოდი.

“როდესაც ერთერთი სოფლიდან გამოვდიოდით მოხუცები შეგვხვდენენ, მე მანქანაზე ვიჯექი და ყველზე უსუსური და საშინელი შეგრძნება იყო როდესაც ამ მოხუცებმა გვკითხეს სად მიდიხართ, სად გვტოვებთო, ამ დროს პასუხი არ იყო… მართალია ტყუილი გამომივიდა, მაგრამ ვუთხარი რომ უბრალოდ გადაადგილებას ვაკეთბდით და სხვა ქვედანაყოფი დაიკავებდა იმ ადგილს. ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო იყო როესაც მომიწია მათი მოტყუება.

იყო მომენტი როდესაც გამოვედიოთდით, უკვე ქარელში ვიყავით, ცენტრალურ ქუჩაზე ვიყავით, და იქვე ვიჯექი და მითხრეს რომ ჩემი ოცეულიდან რამდენიმე ბიჭი ვერ გამოვიდა უსაზიზღესი განცდა იყო, კვადროციკლის ხმა ჩამესმა გამოვიხედე და დავინახე ბიჭი რომელზეც მითხრეს ვერ გამოვიდაო ეს ბიჭი იჯდა თავი ძლივს უჩანდა იმდენი სამხედრო ეჯდა ეს იყო ომში ყველაზე დადებითი ემოცია როდესაც იცი რომ გარდაცვლილია შენი თანამებრძოლი და უცებ მას დაინახავ”,- გვიყვება მიხეილ ჩერქეზიშვილი.

2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან დღეს 13 წელი გავიდა. ისევე როგორც 2008 წელს, დღესაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აქტიურია რუსული პროპაგანდა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს დაარწმუნოს, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ეთნიკური ოსების წინააღმდეგ, რომელთა “დასაცავადაც” რუსეთი “იძულებული გახდა”  საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გზით შემოსულიყო. რეალურად კი აღნიშნულ კონფლიქტს გაცილებით ვრცელი ისტორია აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ომის ინიციატორი საქართველო არ ყოფილა.

იტვირთბა....