[su_quote]საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, ორი პარაკლისიო, მაგრამ რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. ამიტომ, როცა ხარ ხელისუფლება და შესაძლებელი არის, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა აუცილებელია. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით[/su_quote]
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში 5 ივლისის ძალადობაზე საუბრისას.

