ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ქალაქში არც ერთ ბილბორდს არ გააკრავს.
მისივე თქმით, კორუმპირებული კალაძე და ხმალაძე ბილბორდების გარეშეც დამარცხდებიან.
„არც ერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება. მიმაჩნია, რომ ქალაქში, სადაც ყველაფერი უკუღმა კეთდება; ქალაქში, რომელიც ნაგვითაც ყარს; ქალაქში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ; ქალაქში, სადაც ეპიდემიას ვერ ებრძვიან, იმიტომ, რომ როგორც მინიმუმ, არიან უსუსურები, არა მაქვს მე უფლება ძვირადღირებული ბილბორდი გავაკრა. ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძეს და კორუმპირებულ ხმალაძეს. დიახაც, ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ ამ მართლაც ენით აღუწერელ, კორუმპირებულ მაღალი თანამდებობის პირებს“, – ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

