ევროპარლამენტარები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.
წერილში ისინი მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, რათა დაინახონ, რომ ასეთი დარღვევების ჩამდენი პირები დაისჯებიან და დაუშვან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წინაპართა მიწაზე“, – აღნიშნულია წერილში.
დღეს რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. გარდა ამისა, საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

