მთავარი სამართალი

ნაცმოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე პოლიციამ დააკავა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე პოლიციამ დააკავა.

როგორც ჩალაძე აღნიშნავს, მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

„ეს რა თქმა უნდა იყო პროვოკაციის მცდელობა, პოლიტიკური მოტივით.  გარდა ფიზიკური დაზიანებისა, ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, პატრულ ინსპექტორი ვახტანგ გაბუნია კონკრეტულდ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოხლის მოსპობით  დამემუქრა. საფრთხეს აღვიქვამ რეალურად და შესრულებადად“, – წერს ჩალაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დაჭერები, მუქარები და დაშინების მცდელობები შეშინებული რეჟიმისთვის თანმდევი ნიშნებია.

იტვირთბა....