ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: 10 დღეზე მეტია, ჩემი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არსებობს

მთავარი არხის დამფიძნებელი ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, როლის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 10 დღეზე მეტია, რაც მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არსებობს.

გვარამია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს.

„ეს ინფორმაცია 10 დღეზე მეტია არსებობს. მივაწოდე ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და სახალხო დამცველს. მათი რჩევით და ჩემი გადაწყვეტილებით მოვედი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში. ინფორმაცია ეხება ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას. ასე ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაშინების მცდელობაა, ან რაღაც პროვოკაცია, რაც ფუჭია. იმდენად დეტალურია ინფორმაცია, რომ შესაძლებელია დაშვება, რომ ეს სიმართლე იყოს“, – ამბობს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ, 6 აგვისტოსაც იმყოფებოდა.

იტვირთბა....