ახალი ამბები საზოგადოება

საპატრიარქო: ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბერი მამა ანტონია

საპატრიარქო ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარში ერთ-ერთი ბრალდებული წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძეა.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ბორჯომში მკვლელობა გუშინ, 6 აგვისტოს მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

იტვირთბა....