მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ვიოლა ფონ კრამონი: რუსეთი ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ევროკავშირი დგას მისი ხალხის გვერდით სრულ დეოკუპაციამდე.

“რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

იტვირთბა....