ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

სააკაშვილი აგვისტოს ომზე: ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ვართ დამარცხებულები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს.

როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეუძლებელი შეძლეს.

“ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები – ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები! გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, ძმები რომელაშვილების სამშობლო შეუძლებელია იყოს დამარცხებული!

ჩვენი საუკეთესო დღეები და გამარჯვებები, ჯერ კიდევ წინ არის და იქნება მალე”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

იტვირთბა....