ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა სოციალური ქსელი

ლინკევიჩუსი: ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა მტკივნეული მაგალითია, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა არის მტკივნეული მაგალითი, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის.

“13 წლის წინ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა არის ბოლოდროინდელი მტკივნეული მაგალითი, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის. რამაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და დონბასში მიმდინარე აგრესიას”, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

იტვირთბა....