საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის 13 წლისთავს ეხმაურება.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
“მეორე დღეა, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან და რეგიონების ოკუპაციიდან 13 წელი გავიდა. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი 2008 წლის აგვისტოს ომში პასუხისმგებელია ადამიანი უფლებების ოთხ დარღვევაზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – წერს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

