საზოგადოება

მამაკაცებმა ქალის საუკეთესო სამოსი დაასახელეს

ჰკითხეთ ნებისმიერ მამაკაცს, რა უნდა ეცვას ქალს, რომ მოეწონოთ და ყველა გიპასუხებთ, რომ „არაფერი“. თუმცა, ხუმრობის მიღმა, მამაკაცებს ძალიან აინტერესებთ რა აცვიათ ქალებს და მნიშვნელოვანი რჩევების მიცემაც შეუძლიათ.

მამაკაცის გემოვნების ჩამოყალიბებაზე ბევრი რამ მოქმედებს, მათ შორის დედა როგორ იცვამდა მისი მოზარდობის პერიოდში, მის პირველ შეყვარებულს რა სტილი ჰქონდა და ა.შ.  სწორედ ამიტომ, ყველა მამაკაცი განსხვავებულია.

მაგრამ რა არის, რაც ყველა მამაკაცს მოსწონს?  ერთი რამ ფაქტია, ქალები უფრო კრიტიკულად აფასებენ საკუთარ გარეგნობას, ვიდრე მათ მამაკაცები აღიქვამენ. უფრო მეტიც, შეიძლება მამაკაცებს ძალიან მოსწონდეთ სხეულის კონკრეტული ფორმა, რომელსაც ქალი საკუთარ გარეგნობაში ულამაზოდ ან დაუხვეწავად მიიჩნევს.

22 წლიდან 55 წლამდე მამაკაცების გამოკითხვით დადგინდა, როგორი ჩაცმული ქალი მოსწონს  მათ უმრავლესობას.

მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალს აცვია:

1 – კაბა და ჯინსები, რომელიც სხეულის ფორმებს მიყვება. მოკლედ, მამაკაცებს მოსწონთ, როცა სამოსის ქვეშ ჩანს სხეულის ფორმები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის სრულყოფილი.

2 – ქამრიანი კაბები და სპორტული სამოსი ასევე მოხვდა მათ მიერ არჩეულ სიაში. სამოსი, რომელიც წელს და ზოგადად სხეულს არ გამოკვეთს, ლიკვიდირებულ იქმნა.

3 – ყველა მამაკაცი თანხმდება, რომ კლასიკური შავი კაბა კარგი არჩევანია.

4 – ქეჟუალ სტილი მამაკაცებისთვის მიუღებელი არ არის. მჭიდროდ მოჭერილი ჯინსები მაღალ ქუსლებზე მათთვის მოსაწონია.

5 – მარტივი პიჯაკები ასევე მოხდა მამაკაცების რჩეულ სიაში, ხოლო V ფორმის დეკოლტე-ფავორიტ ადგილზე.

6 – ფეხსაცმლის შერჩევისას უპირობოდ ლიდერის ადგილი დაიკავა მაღალმა ქუსლმა. მამაკაცების აზრით, ეს როგორც ქალის სიმაღლეზე აკეთებს აქცენტს, ასევე მის სიარულს სხვა, მომხიბვლელ მანერას ანიჭებს.

7 – რაც შეეხება სამკაულებს, მამაკაცების უმეტესობამ ძალიან სექსუალური უწოდა ტერფის სამაჯურებს, ყელსაბამებში არჩევანი შეაჩერა თხელ, დახვეწილ ნაკეთობებზე, ხოლო საყურეებად, არც მეტი, არც ნაკლები, რგოლები მოიწონა.

დასკვნის სახით შეგვიძლია დავამატოთ, რომ მოდაში არის ის, რაც გიხდებათ, ხოლო გიხდებათ ის, რაც თქვენ და თქვენ საყვარელ მამაკაცს მოსწონს.

იტვირთბა....