ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება: მზად ვართ საქართველოსთან საზღვრების გადახედვისთვის

რუსეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მზად არის საქართველოსთან საზღვრების გახსნის პოლიტიკას გადახედოს.

გარდა ამისა, საგერეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს.

„რუსეთს არასოდეს გაუთანაბრებია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საქართველოს ხალხთან. მზად ვართ საზღვრების გადახედვისთვის იმდენად რამდენადაც საქართველო მზადაა ასე გავაკეთოთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს, –  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას თან ახლავს რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა გამოსახული.

იტვირთბა....