ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: კონსტიტუცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, ამას სხვაგვარად ამბობდა მიშელის დოკუმენტი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, შარლ მიშელის დოკუმენტი ამას სხვაგვარად ამბობდა.

„ის, რომ 2024 წლამდე საქართველოში ვერ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში და მე ძალიან მიხარია, რომ ქართული ოცნება და ქვეყანა დავუბრუნდით კონსტიტუციურ რეჟიმს. კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ. ამას სხვაგვარად ამბობდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – ამბობს წულუკიანი.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....