ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუციშვილი: ერთ სულ მოსახლეზე მშპ ათ წელში $10 000-ზე მეტი იქნება

გრძელვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე როგორც ნომინალური, ისე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გამოხატული ორჯერ და მეტჯერ გაიზრდება. ეს არის ის ორი ეკონომიკური პარამეტრი, რითაც შეგვიძლია ჯამურად შევაფასოთ ჩვენი გაწეული საქმიანობა. ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან და 2030 წლისთვის გასცდება 10 000 აშშ დოლარს. ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14 800 აშშ დოლარიდან გაიზრდება 31 000 აშშ დოლარამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზნის მიღწევაში დიდი მხარდაჭერა გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....