ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია ჩოლოიანზე: ესაა დანაშაულის წაქეზება, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების საკითხს საგანგებო განაცხადებით ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, ე.წ. უდოს კომისიამ ჩოლოიანის საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით და მორიგ უსამართლობასთან მიმართებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეში ვნახეთ. ეს არის არა ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ ესაა პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ და ისინი დაუსჯელები დარჩნენ. ჩვენ ამ საქმეში ძალიან ბევრი უსამართლობა ვნახეთ და მათ შორის, ეს უსამართლობა შეეხო ლუკა სირაძეს. ეს უსამართლობა ჩვენ გამოძიების ბევრ სტადიაზე ვნახეთ. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სახელმწიფომ ერთადერთ ადამიანზე გადატეხა ჯოხი, დაკავებული იყო მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი და სხვა არავინ. ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა ნაწილთა მიმართებით გამოძიება არაეფექტური იყო და არ იყო გამოიებული ეს საქმე სრულყოფილად”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან დროზე ადრე გაათავისუფლეს. მას 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....