1 დოლარის ღირებულება 3.1022 ლარი გახდა. ლარი დოლართან მიმართებაში 0,0026 თეთრით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 5 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა. 1 აშშ დოლარი ხვალ 3.1022 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1048 ლარი ღირდა, რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმართებაში, შედარებით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.6780 ლარი ეღირება. დღევანდელი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6919 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 აგვისტოსთვის ამოქმედდება.