ახალი ამბები მთავარი

ბერძენიშვილი: თუ ანჩისხატი საპატრიარქოს საკუთრება გახდა, ვერავის ვაჩვენებთ – “მადლი დაიკარგება”

[su_quote]პარტიებს მივმართავ
ბრძანეთ, რას ფიქრობთ?
მე არც შევარდნაძის დროს ვემხრობოდი ანჩისხატის გადატანას ხელოვნების მუზეუმიდან ეკლესიაში და არც ახლა ვემხრობი.
მაშინ მუზეუმის დირექტორს, ნოდარ ლომოურს ვემხრობოდი და ვიცავდი პრორუსული, ანტიდასავლერი ძალების შეტევისგან. ახლაც მაქვს იმედი, რომ ახლანდელი ხელმძღვანელი დათო ლორთქიფანიძეც მოგვცემს საშუალებას, რომ მხარი დავუჭიროთ ახლანდელი შავბნელების შემოტევისგან.
საპატრიარქოს საკუთრება თუ გახდება ქართული კულტურის ეს უმნიშვნელოვანესი განძი, ვერსად გავიტანთ, ვერავის ვაჩვენებთ, ” მადლი დაიკარგება”, როგორც გვეუბნებოდნენ ნოდარ ლომოურსაც და ყველა ჩვენგანს.
ანჩისხატი, ხახულის ხატი და კიდე ბევრი განძი ილია/შიოს გადავცეთ, ხოლო ხელოვნების მუზეუმის შენობა კი ბიძინას გავამაგრებინოთ ან დავანგრევინოთ – არაა მისაღები ვერსია.
ჰოდა, გვამცნეთ თქვენი პოზიცია, პატივცემულო ოპოზიციონერო კოლეგებო.
ანტიქართული, ანტიდასავლური სახელისუფლებო ზიარჭურჭლის რომელიმე შემადგენლის მიმართ რიდი თუ შიში – მთავრობის თუ საპატრიარქოსი, ერთნაირად მიუღებელია.
იმედი მინდა მქონდეს, რომ რომელიმე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია და დეპუტატები თავისუფლებას, საკუთარ პასუხისმგებლობას ხელისუფლების რომელიმე ნახევარს არ ჩააბარებს[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი. ილია მეორემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა სთხოვა.

იტვირთბა....