aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქადაგიშვილი: ადამიანები, თითქოს ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ვინმე გარდაიცვალოს

სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს უმძიმეს მდგომარეობასთან საქმე, როდესაც პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ მის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად, ქვეყანას ავნონ. ადამიანები, თითქოს ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ვინმე გარდაიცვალოს, შემდეგ ამაზე ააწყონ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახალხო კამპანია. დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით უნდათ ამ კამპანიის გაშლა, რომ საქართველოში ტურისტი არ ჩამოვიდეს და რამენაირად საქართველოში ეკონომიკა დაზიანდეს. ეს არის ავადმყოფური კამპანიის დაგეგმარების მდგომარეობა. სტატისტიკა რომ შევადაროთ, 100 ათასს ადამიანზე, მკვლელობის კუთხით თუ შევადარებთ, საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში , კანადაში და ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი და ა.შ . ანუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 18-ს ჩვენზე უარესი მაჩვენებელი აქვს
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში უცხოეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატის განცხადებას საზმაუ ავრცელებს. 31 ივლისს თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....