არსებული ინფორმაციით, თბილისში, მთაწმინდის მიდამოებში დაკარგული ავსტრალიელი შანაე ბრუკი მოკლული იპოვეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბრუკის მეგობრების თქმით, მან 4 საათისკენ დატოვა სახლი და მთაწმინდაზე წავიდა. ბოლოს მან მეგობარს აშშ-ში დაურეკა. ზარის დროს ბრუკის მეგობარმა გაიგო, რომ ის ყვიროდა და შველას ითხოვდა.
მთელი დღის განმავლობაში ავსტრალიელ ტურისტს 100-მდე მეხანძრე მაშველი ეძებდა.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მთაწმინდაზე ნაპოვნია ცხედარი, მაგრამ უწყებაში ამ დრომდე ვერ ადასტურებენ არის თუ არა ეს ნამდვილად შანაე ბრუკი.
შანაე ბრუკის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ბრუკი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.