aviabiletebi
მთავარი ციტატა

ასე დოსტოევსკის რასკოლნიკოვივით რომ შევარდა სამინისტროში – ზურაბიშვილი წულუკიანზე

თეა წულუკიანი და კულტურის სფეროს ასავალ-დასავალიზაციის მცდელობები იქნება ამათ რომ მოუღებს ბოლოს. ეს ქალი აზრზე არაა რა ხალხთან აქვს საქმე, რა ამბიციებია ამ სფეროში, რა ინტრიგები, რა სნობიზმი, რა ჩახლართული და იმავდროულად ფრთხილი ურთიერთობები. კულტურის მინისტრობაზე უფრო რთული ადამიანებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, არცერთი თანამდებობა არაა ამ ქვეყანაში და ასე დოსტოევსკის რასკოლნიკოვივით რომ შევარდა სამინისტროში, უაზროდ რომ იქნევს ნაჯახს და ჰგონია ნაცებს ვჩეხავ და ვასაწყობებო, შედეგი იქნება ის, რომ გარდა მოქრთამული, ანტივაქსერი და ველური ქოცებისა, აღარავინ დარჩება ორმოცდაერთის შემომხაზავი.
რაც კარგია
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

იტვირთბა....