aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იონათამიშვილი: პავილიონისის განცხადებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემსახურება

რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ ნაციონალირ მოძრაობას კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, ნაცების მეგობარი ჩვენ “გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს…

aviabiletebi
ავიაბილეთები

როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე  მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ. ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ

ამის შესახებ ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

იტვირთბა....