aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: მოეშვით ამ პარლამენტს, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე

ოცნება რომ გადამგდებია ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43%-ზე უარს ამბობს, რადგან იცის ვერ აიღებს. ამიტომ მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე. სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა პირიქით
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....