ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არასამთავრობოები: ოცნების გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს

არასამთავრობო ორგანიზაციებიეხმაურებიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და  ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებას.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement)

“მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (GMC)

საზოგადოება და ბანკები

საფარი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

ევროპის ფონდი (EPF)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

უფლებები საქართველო (RG)

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

მდინარაძე: ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ ნაც.მოძრაობის რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო

ხუხაშვილი: ახლა ეს ჭინთვები მხოლოდ მესამე მხარის სასარგებლოდ მოქმედებს

უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს შეხვდა

Mariam Kharebava

ბარამიძე: მატყუარა ოლიგარქის გარშემოა შემოკრეფილი ეს უტიფარი არსებები, რომლებიც ნებისიერ რამეს კადრულობენ

Mariam Kharebava

გამყრელიძე: ბევრი ადამიანი, თუ აიცრება იოლად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და “შავი აგვისტო” აღარ გვექნება