ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვაჭანტირაძე საჯაიას: “რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში”?

“მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ნეპოტიზმზე გველაპარაკებით, თქვენ რომელი სიით მოხვდით პარლამენტში? რა დამსახურება გქონდათ ასეთი? თქვენ ზუსტად მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე მოგმართოთ. რა უნარჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, რომ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ?! მაინტერესებს, გამცემთ პასუხს? ვერ გამცემთ. ამიტომ, არ იყო საჭირო ეს უზრდელობა” – ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს მარიამ საჯაიას.

საპარლამენტო უმრავლესობის გაღიზიანება საჯაიას გამოსვლამ. მან პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ მოგიწევთ სახელისუფლებო პრივილეგიებთან დამშვიდობება. ეს 2016 წელს იქნება, თუ მანამდე ცუდ ხასიათზე გაღვიძებულმა ბატონმა ბიძინამ ყოფილი პრემიერივით თქვენც არ მიგაბრძანათ”.

იტვირთბა....