ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი ახალ წელს ჭუჭყიანი ხვდება: დასუფთავების სამსახური გაიფიცა…

თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა და ხვალიდან ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. როგორც “თბილსერვისის” თანამშრომლებმა “რუსთავი 2”-ს უთხრეს, ისინი ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ 3 თვის წინ მიღებული დანაპირების შესრულებას ითხოვენ. როგოც ისინი ამბობენ, 4 ათასამდე თანამშრომელს არც სამუშაო პირობები აქვთ და ხელფასებიც ძალიან დაბალია. მათი თქმით, საგანგაშოა მანქანების ტექნიკური მდგომარეობა, არა აქვთ სამუშაო ტანსაცმელი და განსაკუთრებით ამ პირობების გათვალისწინებით ითხოვენ ხელფასების მატებას, მით უმეტეს ლარის დევალვაციის ფონზე. როგორც ისინი აღნიშნავენ, სამი თვის წინ მათ ხელმძღვანელობის მხრიდან დაპირება მიიღეს, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. უფრო მეტიც, მათი თქმით, თანამშრომლებს წინა საახალწლოდ თითო შენიშვნის გამოც კი ხელფასების ნახევარი და ზოგს 80%-იც კი ჩამოაჭრეს. ამასთან, ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში უშუალო ხელმძღვანელობასაც და მერიასაც რამდენჯერმე მიმართეს სამი თვის წინ მიღებული დანაპირების შესრულების მოთხოვნით, მაგრამ, როგორც ამბობენ, მათთვის პასუხი არავის გაუცია. რაც მთავარია, ამბობენ, რომ მათ მიმართ უყვე მუქარა ისმის. თუმცა, აცხადებენ, რომ ამ მუქარის მიუხედავად ისინი ხვალიდან გაფიცვას იწყებენ და მოთხოვნების შესრულებამდე ქალაქის დასუფთავებაზე უარს ამბობენ.

იტვირთბა....