aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: ოცნების დღევანდელი ბოსები და ენმ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს

მინდა, რაღაც აქცენტი გავაკეთო ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან. სამწუხაროდ, ჩემთვის არის უდიდესი იმედგაცრუება, დღეს რომ ვხედავ ასეთ გარემოს, „ოცნების“ დღევანდელი ბოსები, ხელმძღვანელობა და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს, ფაქტობრივად უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ თავიან მომხრეებს. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია და ყოველთვის ვამბობ, ზოგიერთმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს, ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“. დიახ, ძალადობის ის ესთეტიკა, რომელზეც უარი არ იყო ნათქვამი, უნდა დავამარცხოთ, მაგრამ „ოცნების“ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ახასიათებს ამ პარტიას დღეს, მის ხელმძღვანელობას
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....