ჯარიმის გადახდა მოხდება საღეჭი რეზინის და ერთჯერადი ჭიქების გადაგდების შემთხვევაშიც
როგორც ჩანს, საქართველოს დარად, ქუჩის დანაგვიანების პრობლემა იტალიაშიც აწუხებთ. ქუჩის სიგარეტის ნამწვით დანაგვიანებისთვის სამასი ევროთი დაჯარიმდებიან იტალიაში.
აღსანიშნავია, რომ კანონი მხოლოდ სიგარეტს არ ეხება, ასევე ვრცელდება საღეჭ რეზინსა და ერთჯერად ჭიქებზე.
იტალიის პარლამენტმა კანონი ერთხმად მიიღო, რითაც ქუჩების დანაგვაინების პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. ამავდროულად, პარალელურად ქალაქებში დამონტაჟდება უფრო მეტი სანაგვე ურნა.
კარგი იქნებოდა, თუკი მსგავსი პრობლემის გადაჭრაზე საქართველოს პარლამენტიც იზრუნებდა, თუმცა, კანონის მიღების შემთხვევაშიც კი, მთავარ პრობლემად მისი აღსრულება იქნებოდა.