მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: სპეკულაციები სანქციებზე რუსულ ნარატივს ემსახურება, ჩვენ ამერიკის გამორჩეული მეგობარი ვართ

[su_quote]რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი სპეკულაციებია, რომელიც, სიტყვა არც მინდა გავიმეორო – სანქციები და ა.შ. – ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი. ბევრი ადამიანის განცხადება და ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენცია, რომ ჩვენ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს მე ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების[/su_quote]

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საჯაროდ მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა: “სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით. გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა”,- განაცხადა ნედ პრაისმა 5 ივლისის მოვლენების კომენტირებისას.

იტვირთბა....