aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ყველა ძალადობის ფაქტს გამოვიძიებთ, ყველას დავსჯით სათანადოდ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ იმუშავა მაღალ დონეზე. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა 22 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ”, – განაცხადა პრემიერმა.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში, სასტიკად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. ოფიციალური მონაცემებით დაშავდა 53 ჟურნალისტი/ოპერატორი/ფოტოგრაფი. კადრებში ჩანს როგორ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ მოქალაქეებს აქციის ორგანიზატორები. გარდა ამისა, ძალადობისკენ მოუწოდა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სასულიერო პირმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოიყვანა სათანადო რაოდენობის სამართალდამცველებმა, რათა მედიასაშუალების წარმომადგენლები დაეცვათ. როგორც შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, უწყება არ ელოდა, რომ რუსთაველზე შეკრებილები ჟურნალისტებს დაესხმებოდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა რამდენიმე საათი გრძელდებოდა, პოლიციამ ისინი ვერ დაიცვა.

გარდა ამისა, ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. სირცხვილიას ოფისში სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა აქციები. პარლამენტის წინ შეკრებილი სამოაქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები ითხოვენ 5 ივლისს მედიასაშუალების წარმომადგენლებზე თავდასხმელებისა და მათი ორგანიზატორების დაკავებას. მთავარი მოთხოვნა კი ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და მათი დასჯაა.

საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ჟურნალისტების დაცვა, ხოლო საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს ვერ გამოიჩინა ლიდერობა.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველზე ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნდა, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა.

მოძალადეების დასჯისა და ღარიბაშვილი/გომელაურის დასჯის მოთხოვნით დღეს 17 ივლისს პარლამენტის წინ კვლავ გაიმართება აქცია.

იტვირთბა....